დღეს საქართველოში, სომხეთსა და აზერბაიჯანში მდინარე მტკვრის დაცვის დღეა.
გარემოს ეროვნული სააგენტო მდინარე მტკვრის აუზის ხარისხის რეგულარულ მონიტორინგს ყოველთვიურად 19 წერტილში, სამ თვეში ერთხელ კი 33 წერტილში ატარებს.
ამ კვლევების შედეგები გარემოს ეროვნული სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება. მტკვრის დაცვის დღესთან დაკავშირებით, სპეციალისტებმა მდინარე მტკვარზე წყლის სინჯები აიღეს, რომლის შედეგებიც რამდენიმე დღეში გახდება ცნობილი.
მტკვრის დაცვის დღე კოალიცია `მტკვარ-არაქსის“ ინიციატივით 1999 წელს დაარსდა.
“იმედინიუსი”