განათლების სამინისტრო კოვიდტესტირებასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს.
უწყების ცნობით, რიგით მეცხრე გაფართოებული ტესტირება ჩატარდა დღეს თბილისის მე-100 საჯარო სკოლაში, სადაც ისნის რაიონის საოჯახო მედიცინის ცენტრის ლაბორანტებმა კოვიდინფექციაზე სკოლის 50 წარმომადგენელი შეამოწმეს.
აქამდე ჩატარებული რვა ტესტირების შედეგად, ვირუსი არავის გამოვლენია.
– “კოვიდინფექციის შიდა გავრცელებისაგან სასკოლო გარემო კვლავ მაქსიმალურად დაცულია – ყველა საჯარო სკოლა უზრუნველყოფილია შესაბამისი სადეზინფექციო საშუალებით, სასკოლო საზოგადოება ზედმიწევნით იცავს ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციებს, ასევე მუდმივ რეჟიმში გრძელდება მასწავლებლების, მანდატურების, ადმინისტრაციული და ტექნიკური პერსონალის ტესტირება“ – აცხადებენ განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში.
წყარო: ptn.ge