ყოფილი სამხედრო ნიკოლოზ კვანჭიანი აცხადებს, რომ მხარდაჭერას უცხადებს „რიონის ხეობის მცველებს“ და პროტესტის ნიშნად თავდაცვის ძალების რიგებს ტოვებს.
„მივიღე გადაწყვეტილება, დავტოვო თავდაცვის ძალების რიგები! ჩემი მხარდაჭერა – პირველ რიგში სამშობლოს შემდეგ კი რიონის ხეობის მცველებს! რიონის ხეობის გადარჩენისთვის“, – წერს ნიკოლოზ კვანჭიანი ფეისბუკის პირად გვერდზე.
ინფორმაციისთვის, რიონის ხეობის მცველები მოითხოვენ შეწყდეს ჰესის მშენებლობა, ხელისუფლებამ კი თურქულ კომპანია Enka-სთან კონტრაქტი გააუქმოს. თავისი პოზიციის გასამყარებლად მომიტინგეები საუბრობენ გარემოზე ჰესის დამანგრეველ ზემოქმედებაზე და საეჭვო გარიგებაზე ინვესტორთან.
თავდაპირველად მოქალაქეები სოფელ ნამოხვანში კარავში იმყოფებოდნენ და პერიოდულად ფართომასშტაბიან საპროტესტო აქციებს მართავდნენ.
უკვე რამდენიმე დღეა, რაც პოლიციამ ნამოხვანთან გზა გადაკეტა, „რიონის ხეობის მცველები“ კი გუმათთან მობილიზდნენ, სადაც კარვები გაშალეს, რომელიც პოლიციამ 11 აპრილს აიღო.