მომდევნო კვირაში „რეალს“, „ბარსელონასა“ და „იუვენტუსს“ ჩემპიონთა ლიგიდან გარიცხავენ – იტალიური პრესა

უეფა მადრიდის „რეალის“, „ბარსელონასა“ და ტურინის „იუვენტუსის“ დასჯას აპირებს ევროპის სუპერლიგის შექმნის მცდელობის გამო.

როგორც იტალიური გაზეთი La Repubblica წერს, იგეგმება ამ სამი გუნდის ჩემპიონთა ლიგიდან გარიცხვა ერთი ან ორი სეზონით.

გავრცელებული ინფორმაციით, შესაბამის გადაწყვეტილებას უეფა უკვე მომავალ კვირას მიიღებს.

1tv.ge