ჩვენ არ ვართ ვაქცინის მწარმოებელი ქვეყანა ჯერჯერობით, თუმცა ჩვენ ვავითარებთ ჩვენს ფარმაცევტულ ინდუსტრიას და არაფერია მომავალში გამორიცხული – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ განაცხადა.
მისივე თქმით, დინამიკა დამაიმედებელია და ვაქცინაციის ტემპში ჩავარდნა არ იქნება.
”ჩვენ არაერთხელ გვითქვამს ბოლო დროის პოლიტიკა არის ის, რომ ჩვენ ვებრძოლოთ პანდემიას, შევაკავოთ მისი განვითარება და რა თქმა უნდა, ვაქცინაციის ტემპები გავზარდოთ, მაგრამ ეს მოვახერხოთ ისე, რომ არ შევზღუდოთ ბიზნესი, არ შევზღუდოთ ეკონომიკა და პირიქით, მოვახერხოთ გახსნა. ახლა ჩვენი ჯანდაცვის სისტემა არის გაცილებით მდგრადი და ძლიერი, გარდა ამისა, ჩვენ ვისწავლეთ უსაფრთხოდ როგორ ვმართოთ, თუნდაც საერთაშორისო ვიზიტორების ნაკადები. მე ვფიქრობ, რომ ორთვენახევრისთვის ვაქცინაციის საკმაოდ მაღალი ტემპია. ჩვენ არ ვართ ვაქცინის მწარმოებელი ქვეყანა ჯერჯერობით, თუმცა ჩვენ ვავითარებთ ჩვენს ფარმაცევტულ ინდუსტრიას და არაფერია მომავალში გამორიცხული, მაგრამ დღესდღეობით ჩვენ ვართ მომხმარებელი ქვეყანა, მაგრამ მთავრობის ძალისხმევით, პრემიერ-მინისტრის პირადი ჩართულობით, მინდა გითხრათ, რომ ძალიან დამაიმედებელი დინამიკა გვაქვს და ვაქცინაციის ტემპში ჩავარდნა არ იქნება” – აღნიშნა თურნავამ.
წყარო: ptn.ge