თბილისის მერია ბავშვთა გასართობ ცენტრებს 5 ათასი ლარით დაეხმარება

თბილისის მერია ბავშვთა გასართობ ცენტრებს დაეხმარება. ამის შესახებ კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

– “ბავშვთა გასართობი ცენტრებს გვინდა დავეხმაროთ 5-5 ათასი ლარით. სუბსიდიას მიიღებს ყველა ის სუბიექტი, რომელიც რეგისტრირებულია 2020 წლის 28 ნოემბრამდე და დღემდე არ არის ლიკვიდირებული, მათ მაქსიმალურად ექნებათ მხარდაჭერა.

განცხადების მიღება დღეიდან დაიწყება და გაგრძელდება 10 ივნისამდე“ – განაცხადა კახა კალაძემ.

წყარო: itv.ge