გერმანიასა და რუსეთს შორის ფრენების განახლება ხუთშაბათიდან იგეგმება, – ამის შესახებ „ევრონიუსს“ გერმანული ავიაკომპანია Lufthansa-დან აცნობეს.
”რუსეთის ხელისუფლებამ ივნისში რუსეთში სამგზავრო ფრენების განხორციელების ნებართვა გასცა, ამიტომ Lufthansa-ს მოსკოვისა და პეტერბურგის მიმართულებით დაგეგმილი რეისების გაგრძელება შესაძლებელია ”, – ნათქვამია Lufthansa– ს განცხადებაში.
განცხადება მას შემდეგ გაკეთდა, რაც ცნობილი გახდა, რომ გერმანია რუსული ავიაკომპანიების რეისების მიღებაზე უარს ამბობდა, ვიდრე Lufthansa-სთან დაკავშირებული პრობლემა არ გაირკვეოდა. გერმანიის ტრანსპორტის მინისტრმა განაცხადა, რომ გერმანიამ დაბლოკა მის ტერიტორიაზე რუსული ავიაკომპანიების მიერ ოპერირებული ფრენები, მას შემდეგ, რაც მოსკოვმა Lufthansa-სთვის მის ტერიტორიაზე შესვლის ნებართვა ვერ უზრუნველყო. „როგორც კი რუსეთის ავიაციის სამსახური Lufthansa- ს ფრენებზე ნებართვას მისცემს, რუსულ თვითმფრინავებს ფრენის უფლება მიეცემათ“, – აღნიშნა მან.