ჯანმომ Sinovac-ის ვაქცინა საგანგებო გამოყენებისთვის დაამტკიცა

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ Sinovac-ის ვაქცინა საგანგებო გამოყენებისთვის დაამტკიცა.

ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.

„საგანგებო მოხმარებისთვის დამტკიცება გულისხმობს, რომ ვაქცინა უსაფრთხოების, ეფექტურობისა და წარმოების საერთაშორისო სტანდარტებს სრულიად აკმაყოფილებს“,- ნათქვამია ჯანმოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

შეგახსენებთ, რომ 7 მაისს ჯანმომ ჩინური ვაქცინა Sinopharm-ი საგანგებო გამოყენებისთვის დაუშვა.

წყარო: report.ge