ნასვამ მდგომარეობაში მეორედ მართვის შემთხვევაში სასჯელი პატიმრობა უნდა იყოს – ალეკო ელისაშვილის ინიციატივა.
ეროვნული ტრაგედიაა, რომ გზებზე ავტოსაგზაო შემთხვევების გამო ადამიანები იღუპებიან. ჩვენ გვინდა კანონის გამკაცრება. ნასვამ მდგომარეობაში მეორედ მართვის შემთხვევაში სასჯელი უნდა იყოს პატიმრობა – ამის შესახებ „მოქალაქეების“ ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა ვახო ხუზმიაშვილის გადაცემაში „თავისუფალი სივრცე“ განაცხადა.
მისივე თქმით, 2021 წლის პირველ კვარტალში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, 94 ადამიანი გარდაიცვალა.
– „ეროვნული ტრაგედიაა, რომ გზებზე ავტოსაგზაო შემთხვევების გამო, შარშან 450 ჩვენი მოქალაქე დაიღუპა. ჩვენ შსს-დან ახალი სტატისტიკა მოვითხოვეთ და პირველ კვარტალში უკვე 94 ადამიანია გარდაცვლილი. ეს ეროვნული პრობლემაა. ამაზე ყველა უნდა ვლაპარაკობდეთ. ყველას გვყავს ახლობელი, რომელიც ავარიაში დაიღუპა. ასეთ ოჯახს ყველა ვიცნობთ. ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ავარიის უპასუხისმგებლობაა. ძალიან ბევრი მძღოლი ვერ აცნობიერებს ბევრი მძღოლი, რომ დალევის შემდეგ საჭესთან არ უნდა დაჯდე. შენ მკვლელი ხდები. საკუთარი ოჯახები ამოუწყვეტიათ. საშინელი ტრაგედიები ხდება ჩვენს თვალწინ. ამაზე არ ვლაპარაკობთ“ – ამბობს ალეკო ელისაშვილი.
წყარო: newposts.ge