ვინ და როგორ დაჭრა თბილისში 21 წლის მოცეკვავე ბიჭი? – გულში დაჭრა და მერე გაიქცა!

თბილისში, უზნაძის ქუჩაზე 21 წლის მოცეკვავე ლაშა სახეჩიძე ცივი იარაღით დაჭრეს. მას ჭრილობა გულის არეში მიაყენეს. სავარაუდო დამნაშავე უკვე დაკავებულია.

დაკავებული 1994 წელს დაბადებულ, წარსულში ნასამართლევ ბ.ღ. აღმოჩნდა. მას განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის ბრალი დაუსწრებლად უკვე წარუდგინეს.

შემთხვევა 29 მაისს, თბილისში, უზნაძის ქუჩაზე, “აფხაზეთის განათლების ცენტრის” მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა. ერთ-ერთი ინფორმაციით კონფლიქტი სიგარეტის თხოვნით დაიწყო.

21 წლის მოცეკვავის დაჭრის შემდეგ, თავდამსხმელი შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

დაჭრილი საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც მას გადაუდებელი ოპერაცია ჩაუტარდა. ლ.ს.-ის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა.

„სამართალდამცველებმა, ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ბრალდებული პირის იდენტიფიცირება მალევე მოახდინეს და მიმდინარე წლის 31 მაისს ბ.ღ.-ს ბრალი დაუსწრებლად წარუდგინეს. 2 ივნისს კი, მოსამართლის განჩინებისა და პროკურორის დადგენილების საფუძველზე, ბ.ღ. ძებნილად გამოცხადდა“, – განცხადებას შსს ავრცელებს.

დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

 

“რეზონანსი”