ზურაბ ჯაფარიძე: აინტერესებდათ და ამას ღიად გვეკითხებოდნენ – რაში შეიძლება დაეხმაროს ამერიკა ამ ქვეყანას.
შეხვედრაზე საუბარი იყო ყველა იმ პრობლემაზე, რომელიც დღეს საქართველოში არსებობს – ამის შესახებ „გირჩი-მეტი თავისუფლების“ ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ სენატორებთან ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლების შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.
„საუბარი იყო ყველაფერზე. აინტერესებდათ და ამას ღიად გვეკითხებოდნენ – რაში შეიძლება დაეხმაროს ამერიკა ამ ქვეყანას. ცხადია, ჩვენ საუბარი გვქონდა ყველა იმ პრობლემაზე, რომელზეც ჩვენ ყოველდღე ვსაუბრობთ, მათ შორის მართლმსაჯულების სისტემის რეფორმაზე, საარჩევნო სისტემაზე, პოლიტიკურ დევნაზე და ა.შ., თუმცა ამის მიღმაც იყო საუბარი“ – განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.
წყარო: itv.ge