ჯინ შაჰინი: აშშ ყურადღებით დაკვირდება საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს.
სენატორ ჯინ შაჰინის განცხადებით, აშშ ყურადღებით დაკვირდება საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს, რომელიც ოქტომბერში გაიმართება.
– “რაც შეეხება არჩევნებთან დაკავშირებით, დიახ, ოქტომბრის არჩევნები იქნება ნამდვილად დაკვირვების ქვეშ საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან, აშშ ყურადღებით დააკვირდება ამ არჩევნებს. ვიცი, რომ ევროპაც და აშშ-იც გამოგზავნის საქართველოში დამკვირვებლებს, რომლებიც ამ პროცესს გაუწევენ უშუალოდ ადგილზე დაკვირვებას. იმისთვის, რომ ეს არჩევნები იყოს მაქსიმალურად თავისუფალი და სამართლიანი, მნიშვნელოვანია რეფორმების სვლის გაგრძელება დამოუკიდებელი სასამართლოს უზრუნველყოფით“ – განაცხადა ჯინ შაჰინმა.
წყარო: ptn.ge