გერმანიამ რუსული ავიაკომპანიების თვითმფრინავებს საჰაერო სივრცე ისევ გაუხსნა. გერმანიის საჰაერო სივრცე 2 ივნისს დაიხურა, იმ მიზეზთ, რომ რუსეთმა გერმანულ ავიაკომპანია „ლუფტჰანზას“ დროულად არ მისცა ნებართვა ივნისის რეისების შესასრულებლად. ავიაკომპანია იძულებული გახდა გაეუქმებინა ფრანკფურტი-მოსკოვის და ფრანკფურტი-სანკტ-პეტერბურგის რეისები. მას შემდეგ, რაც რუსეთმა „ლუფტჰანზას“ ფრენის ნებართვა მისცა, გერმანიამ საჰაერო სივრცე ისევ გაუხსნა რუსულ ავიაკომპანიებს, „აეროფლოტს“ და S7-ს.
„ლუფტჰანზამ“ რუსეთის მიმართულებით ავიარეისები უნდა შეასრულოს ბელარუსის საჰაერო სივრცისთვის გვერდის ავლით. მსოფლიოს არაერთმა ავიაკომპანიამ ბელარუსის საჰაერო სივრცის გამოყენებაზე უარი მას შემდეგ თქვა, რაც 23 მაისს, ლუკაშენკას რეჟიმმა, ბორტზე ბომბის არსებობის შეტყობინების საბაბით მინსკის აეროპორტში დაშვება აიძულა ირლანდიური ავიაკომპანია Ryanair-ის თვითმფრინავს, რომელიც ათენი-ვილნიუსის რეისს ასრულებდა.
წყარო: itv.ge