ლიბერალები ახლა ბავშვებს მიადგნენ, საწყლებს ქომაგებში ქრონიკულად არ უმართლებს… -ზურა ოდიალავაძე

ნინოწმინდის პანსიონისა და სხვა ობოლ, უპატრონო და მზრუნველობამოკლებულ ბავშვებს ამჯერადაც არ გაუმართლა – მათი ისედაც უკუღმართი ბედით ჩვენი, ე.წ. „ლიბერალები“ დაინტერესდნენ.
პრობლემა შემდეგში მდგომარეობს: სულ რომ ცამდე მართლები იყვნენ, ამ სექტის გამოჩენაც კი, ადამიანთა უმრავლესობას, პირიქით, აღიზიანებს – ასეთია ვითარება.

მიზეზი ბევრია, თუმცა გამოვყოფ მთავარს. თავისიანების გარდა ყველაზე „ზემოდან ყურება“, უკიდურესი ცინიზმი, კაცთმოძულეობა, კერძოდ კი, ქართველების, როგორც „ბნელი მასის“ მრავალწლიანმა წარმოჩენამ შედეგი გამოიღო.
ასე იცის უკრიტიკო ველში დიდხნიანმა ლივლივმა და ქედმაღლობამ…
დღეს, როგორც ზემოთ აღვნიშნე, რაოდენ სენსიტიურიც არ უნდა იყოს საკითხი, რამდენად სამართლიანი არ უნდა იყოს აღშფოთება, თუ გსურს, რომ პროტესტი ძირშივე ჩაკლა, საქმეს ეროვნულმა „აროგანტულებმა“ უნდა მოჰკიდონ ხელი – ამას კი მართლაც მოხერხება უნდა!
მათ პოლიტიკა უკვე თითქმის მოკლეს… როდესაც შეუზღუდავი შესაძლებლობების „ქურდს“ ნეპოტიზმისა და მექრთამეობისთვის გმობ, ხოლო თავად ერთ, საწყალ „საბას“ ხარ ჩაბღაუჭებული და ვიწრო წრეში „სასიყვარულო ბოთლივით“ ატრიალებ, ცხადია, არავინ დაგიჯერებს. ყველა იმდენს იპარავს და ისაკუთრებს, რამდენის შესაძლებლობა და გაქანება აქვს. დიდ ბანდიტს ბანდიტისა, ბაცაცას ბაცაცისა – ასეთია ქურდების წესი…
სექტანტების მედიდურობას მეც ბევრი ვებრძოლე… მერე კი მივხვდი, თვითკმაყოფილი ადამიანის მარცხი შეუძლებელია, რადგან ის იმდენად უთავმოყვარეოა, რომ საკუთარ ბრალს არასდროს აღიარებს და ყოველთვის მართალი იქნება. თავხედური თავდაჯერებულობა – ეს არის ბრიყვის ბედნიერება, ხოლო ადამიანს, რომელიც სრულიად დარწმუნებულია საკუთარ სიმართლეში – რეგვენი ეწოდება.
მოკლედ, ამჯერად ბავშვებს მიადგნენ… საწყლებს ქომაგებში ქრონიკულად არ უმართლებს…
გვამმა არ იცის, რომ ის გვამია… ამიტომ მკვდარი ყველაზე გვიან იგებს, რომ მოკვდა, თუ საერთოდ, როდისმე იგებს…
ზ.ო. – 2021, ივნისი

პუბლიცისტი, ზურა ოდილავაძე