Politico-ს ინფორმაციით, საფრანგეთი აშშ-ს თავისუფლების ახალ ქანდაკებას გაუგზავნის

Politico-ს ინფორმაციით, საფრანგეთი აშშ-ს თავისუფლების ახალ ქანდაკებას გაუგზავნის.

როგორც ცნობილია, გაგზავნის მიზანი ორ ქვეყანას შორის ისტორიული კავშირების ხაზგასმაა.

თავისუფლების ახალი ქანდაკება ნიუ-იორკში 4 ივლისს, აშშ-ის დამოუკიდებლობის დღეს ჩავა. ის პირველ ქანდაკებაზე პატარაა და სიმაღლეში მხოლოდ 2,83 მეტრს აღწევს.

ცნობისთვის, თავისუფლების ქანდაკება, რომელიც ახლა ნიუ-იორკში დგას, აშშ-ს დამოუკიდებლობის პირველი საუკუნის აღსანიშნავად საფრანგეთის საჩუქარია.

ახალი თავისუფლების ქანდაკების იდეა 2019 წელს გაჩნდა და მაშინ მისი მიზანი იყო აშშ-სთვის იმის ჩვენება, რომ „საფრანგეთმა მეგობრობრული განწყობა შეინარჩუნა“. თუმცა, პროექტი პანდემიის გამო გადაიდო.

ქანდაკებას ვაშინგტონში საფრანგეთის საელჩოს რეზიდენციის ბაღში განათავსებენ, სადაც ის ათი წელი დარჩება.

წყარო: report.ge