აზერბაიჯანის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტოს და აზერბაიჯანის ტელევიზიის თანამშრომლები ნაღმზე აფეთქდნენ. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, თანამშრომლები ფილმს იღებდნენ. შემთხვევა ქალბაჯარის რაიონის ერთ-ერთ სოფელში მოხდა.
ნაღმს AzTV-ის ოპერატორი სირაჯ აბიშოვი და საინფორმაციო სააგენტო Azertag-ის თანამშრომელი მაჰერამ იბრაჰიმოვი ემსხვერპლნენ.
წყარო: newposts.ge