ბინების შესყიდვის მიზნით დევნილთა სააგენტომ კონკურსი გამოაცხადა

მენაშენეების მიმართ დევნილთა სააგენტომ ბინების შესყიდვის მიზნით კონკურსი გამოაცხადა.

დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო მენაშენეების პროექტის ფარგლებში, დევნილი ოჯახების განსახლების მიზნით, თბილისსა და ქუთაისში ბინებს შეისყიდის.

„მიმდინარე წელს, იძულებით გადაადგილებული ოჯახებისთვის ბინების შესყიდვის მიზნით, დევნილთა სააგენტოს ბიუჯეტიდან 25 მილიონი ლარი გამოიყო. კომისიამ კონკურსში მონაწილე სამშენებლო კომპანიებისთვის სპეციალური კრიტერიუმები დაადგინა. მენაშენეების საკონკურსო წინადადების მიღება 13 ივლისის ჩათვლით გრძელდება“ – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

კონკურსში მონაწილეობის მსურველმა სამშენებლო კომპანიებმა წინადადებები დევნილთა სააგენტოსა და მის ტერიტორიულ სამმართველოებში უნდა წარადგინონ:

თბილისი, თამარაშვილის 15ა;

ქუთაისი, აბაშიძის გამზ. N27;

ზუგდიდი, დ. აღმაშენებლის ქ. N106.

წყარო: ptn.ge