აშშ-ის მთავარი ინფექციონისტი ენტონი ფაუჩი ჩინეთს მოუწოდებს, უხანის ლაბორატორიის 9 თანამშრომლის სამედიცინო ისტორიები გაასაჯაროვოს. საუბარია იმ თანამშრომლებზე, რომლებიც კორონავირუსის შემთხვევების ოფიციალურად დადასტურებამდე ერთი თვით ადრე დაავადდნენ. ამის შესახებ უცხოური მედია წერს.
„მსურს ვნახო სამი ადამიანის სამედიცინო ჩანაწერი, ცნობილია, რომ ისინი 2019 წელს დაავადდნენ. მართლა დაავადდნენ თუ ცნობილია, რითი დაავადდნენ?“ – ამბობს ფაუჩი.
ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერი უარს ამბობს კომენტარზე და არ პასუხობს კითხვას, გამოაქვეყნებს თუ არა ჩინეთი ცხრა თანამშრომლის ჩანაწერს. სპიკერი ასევე უარყოფს, რომ ლაბორატორიას კოროავირუსის წარმოშობა უკავშირდება. იგი მსგავს მოსაზრებას “შეთქმულების თეორიას“ უწოდებს.
ამასთან, შტატების სადაზვერვო სამსახურები სწავლობენ ინფორმაციას, რომლის თანახმად, უხანში მდებარე ვირუსოლოგიის ლაბორატორიის მკვლევარები 2019 წლის ნოემბერში, კორონავირუსის პირველი შემთხვევის აღრიცხვამდე, ერთი თვით ადრე სერიოზულად ავად გახდნენ. ვირუსის წარმოშობის საკითხი ამ დრომდე სადავოდ რჩება.
წყარო: ptn.ge