მაშველებმა თბილისის ზღვაზე არასრულწლოვანი გადაარჩინეს. ამის შესახებ ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტი ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ “112”-ში შემოვიდა შეტყობინება, რომ თბილისის ზღვაზე, წყალში იმყოფებოდა არასრულწლოვანი, რომელიც ვერ ახერხებდა ნაპირზე გამოსვლას და ითხოვდა მაშველების დახმარებას.
“შეტყობინებაზე რეაგირება უმოკლეს დროში მოახდინა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის წყალზე სამაშველო ჯგუფმა. მეხანძრე-მაშველები სპეციალური მცურავი საშუალებებით არასწრულოვანთან დროულად მივიდნენ და ნაპირიდან 20-25 მეტრის მოშორებით მყოფი მოზარდი უსაფრთხო ადგილზე უვნებლად გამოიყვანეს. მის სიცოცხლეს და ჯანმრთელობას საფრთხე აღარ ემუქრება”, – ნათვამია ინფორმაციაში.
“რეზონანსი”