ქართველი  “პედრიოტები” რუსეთის სამხედრო შესაძლებლობებს აკნინებენ, არა და  ისტორიის თუ რეალობის დამახინჯება ცუდად მთავრდება! – რევაზ კილასონია

ექსპერტი, საერთაშორისო ურთიერთობების საკითხებში,  რევაზ კილასონია სოციალურ ქსელში გზავნილს ავრცელებს:

რუსეთის სამხედო შესაძლებლობებს რომ “აკნინებენ” ჩვენი პედრიოტები, მაგაზე მაგრად მეცინება.
გავრცელებული ფრაზებია:
“რუსეთმა, ფინეთს, ომი ვერ მოუგო”,
“რომ არა “ლენდ ლიზის პროგრამა”, საბჭოთა კავშირი, მეორე მსოფლიო ომს ვერ მოიგებდა”..
მამა გიცხონდათ, სულ ლენდ ლიზის პროგრამით
გაანადგურა რუსეთმა ნაპოლეონი,
დაშალა ოსმალეთის იმპერია,
ირანს 1828-29 წლებში აართვა აზერბაიჯანი და შეზღუდა მისი გავლენები კასპიის ზღვის აკვატორიაში და
შექმნა მსოფლიოში, ტერიტორიულად, ყველაზე დიდი ქვეყანა, რომლის რესურსები ფაქტიოურად ამოუწურავია.
ხოდა მაგ ფინეთის ომის შედეგად, სულ არ დაკარგა ფინეთმა თავისი ტერიტორიის 12%.. ე.წ. სამშვიდობო ხელშეკრუკებას, ხელი მოსკოვში მოეწერა, სადაც ფინეთი საბჭოთა კავშირის მიერ წაყენებულ ყველა პირობას დათანხმდა.. ამით, გერმანიასთან მოსალოდნელი ომის პირობებში, სტრატეგიული მიზანი- პეტერბურგიდან 20 კმში გამავალი საზღვარი, გადაეწია ასეულობით კილომეტრით-მიღწეულ იქნა.
შეიძლება ყველაფერი დააბრალო რუსეთს, მაგრამ რაც არ უნდა სუსტად გამოიყურებოდეს ის, მან ომის წარმოება იცის!
თუ ამ მოცემულობას “აკნინებ”, ორი ვარიანტია:
ან სასარგებლო იდიოტი ხარ,(რადგან, ხანდახან, მსგავს ქვეყნებს აწყობთ, სხვებმა იფიქრონ, რომ ის სუსტია)
ან უსარგებლო იდიოტი.
ისტორიის და რეალობის დამახინჯება- ცუდად მთავრდება!