როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს

5 ივნისს ქუთაისში უმეტესად უნალექო დღე იქნება.

დღისით +23 გრადუსია ნავარაუდევი, ღამით კი +12 გრადუსი იქნება. ოზურგეთში დღისით +17 გრადუსი, ღამით კი +10 გრადუსია მოსალოდნელი. ბათუმში უხვი ნალექია მოსალოდნელი. დღისით ჰაერი +20 გრადუსამდე გათბება, ღამე კი +14 გრადუსი დაფიქსირდება.

ფოთში სინოპტიკოსები უნალექო დღეს პროგნოზირებენ. დღისით ჰაერი +21 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +13 გრადუსია მოსალოდნელი. ზუგდიდში უხვი ნალექია მოსალოდნელი, დღის განმავლობაში +22 გრადუსი, ღამით კი +11 გრადუსია ნავარაუდევი. სოხუმში ჰაერის ტემპერატურა დღისით +21 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +13 გრადუსი იქნება.

მესტიაში +12 გრადუსი და წვიმაა მოსალოდნელი, ღამით +4 გრადუსი დაფიქსირდება. ამბროლაურში დღისით ჰაერი +19 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +8 გრადუსი დაფიქსირდება. მოსალოდნელია უხვი ნალექი.

ჭიათურაში იწვიმებს, ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +23 გრადუსი იქნება, ღამით კი +9 გრადუსი დაფიქსირდება. ახალციხეში ძლიერ წვიმას პროგნოზირებენ. დღისით +18 გრადუსია მოსალოდნელი, ხოლო ღამის განმავლობაში ჰაერის ტემპერატურა +6 გრადუსამდე დაიწევს.

+19 გრადუსი და ხანმოკლე წვიმაა მოსალოდნელი ბორჯომში, ღამის განმავლობაში +8 გრადუსი დაფიქსირდება. ნალექიან დღეს პროგნოზირებენ ბაკურიანშიც, სადაც დღისით +10 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +3 გრადუსი იქნება.

გორში დღისით +23 გრადუსი და უხვი ნალექია მოსალოდნელი, ღამის განმავლობაში +9 გრადუსი დაფიქსირდება. ცხინვალში დღისით ჰაერი +21 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +8 გრადუსი დაფიქსირდება. იწვიმებს.

ნალექიანი დღე იქნება გუდაურშიც, დღისით +15 გრადუსია ნავარაუდევი, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა +3 გრადუსი იქნება. ომალოშიც იწვიმებს, დღისით ჰაერი +13 გრადუსამდე გათბება, ღამე კი ჰაერის ტემპერატურა +1 გრადუსამდე დაიწევს.

უნალექო დღეა მოსალოდნელი ლაგოდეხში, სადაც ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +26 გრადუსი იქნება, ღამით კი +14 გრადუსი დაფიქსირდება. თელავში ნალექიანი დღეა შესაძლებელი, დღის განმავლობაში +26 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +13 გრადუსია მოსალოდნელი.

გურჯაანში ხანმოკლე წვიმაა მოსალოდნელი. დღისით ჰაერი +30 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +13 გრადუსი დაფიქსირდება. უმეტესად წვიმიანი დღეა მოსალოდნელი სიღნაღშიც, +29 გრადუსი იქნება დღისით, ღამით კი +14 გრადუსი დაფიქსირდება.

რუსთავში იწვიმებს. დღისით ჰაერი +28 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +12 გრადუსი დაფიქსირდება. თბილისში მოსალოდნელია ძლიერი წვიმა. ჰაერის ტემპერატურა დღისით +25 გრადუსი, ღამით კი +12 გრადუსი იქნება.

 

“იმედინიუსი”