მე რომ მაგინებდნენ და უშვერი სიტყვებით მამკობდნენ, ის ხალხი რომ მიადგა და აგინებს – ინგა გრიგოლია

ინგა გრიგოლია სოციალურ ქსელში გზავნილს ავრცელებს:

,,ყველაზე მეტად იმაზე ვიცინი, შარშან გახარიას ინტერვიუს მერე, მე რომ მაგინებდნენ და უშვერი სიტყვებით მამკობდნენ, ის ხალხი რომ მიადგა და აგინებს ახლა ყოფილ პრემიერს. მაშინ ღმერთი რომ იყო მათთვის გიორგი გახარია და ახლა რომ გახდა მტერი და მოღალატე.

ამიტომ მიყვარს ჩემი პროფესია, აკეთე შენი საქმე და ვინ რა ნაგავს დაგაყრის თავზე, დაიკიდე. მერე დრო სასაცილოებს ხდის ნაგვის დამყრელებს.

p.s – ეხლა აღარ მოგწონთ გახარია? თქვე საყვარლებო თქვენა!”