შექმნილ ვითარებაზე პასუხისმგებლობას სრულად ვაკისრებ კელი დეგნანს, რომელიც გადაიქცა ოლიგარქის დავალებათა შემსრულებლად – შალვა ნათელაშვილი.
– “შექმნილ ვითარებაზე მთელს პასუხისმგებლობას ვაკისრებ კელი დეგნანს, რომელიც გადაიქცა რუსი ოლიგარქის დავალებათა შემსრულებლად პოლიტიკურ პარტიებზე ზეწოლისთვის, რათა აიძულოს ისინი, შევიდნენ პარლამენტში და ამით გადარჩეს პროპუტინისტური რეჟიმი” – ამის შესახებ „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერმა, შალვა ნათელაშვილმა განაცხადა.
– “ამ ქალბატონმა კეთილი ინებოს და როგორც პარტიები აიძულა შესულიყვნენ ამ დანაშაულებრივ პარლამენტში, ასევე აიძულოს თავისი მეგობარი ბიძინა ივანიშვილი სანქციების მუქარით, რომ ეს კანონპროექტი შუბლზე გაიწეროს.
სხვა შემთხვევაში, მთელს მსოფლიოს ფეხზე დავაყენებთ. ჩვენ ამ პარლამენტში შესვლას, მის გათეთრებასა და გალეგიტიმურებას არ ვაპირებთ. ყველა რომ დაგვიჭირონ, იმ შემთხვევაშიც კი. ამიტომ, აზრი არ აქვს იმის გაკეთებას, რასაც აპირებენ. ამ პროვოკაციების მსხვერპლი თვითონ გახდებიან“ – განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.
წყარო: newposts.ge