თურქეთის მიერ რუსული სუ-400 ტიპის თავდაცვის სისტემების შესყიდვა ნატო-ს უსაფრთხოებას არანაირ რისკს არ უქმნის, – თურქული მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმ განაცხადა.
მისი თქმით, ანკარა მზადაა, რომ აღნიშული საკითხი რეალისტური პრინციპით და კონსტრუქციული დიალოგის საშუალებით განიხილოს.
რაც შეეხება ინფორმაციას შარშან, ფრანგულ და თურქულ სამხედრო გემებს შორის ლიბიის სანაპიროებთან მომხდარი ინციდენტის შესახებ, ჩავუშოღლუს თქმით, თურქეთის მიერ მიწოდებული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ ანკარას არც ერთი მოკავშირე ქვეყნის გემის წინააღმდეგ მტრული ქმედება არ ჩაუდენია.