ინდოეთის ერთ-ერთ ქიმიურ ქარხანაში გაჩენილ ხანძარს 18 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

ინდოეთის ერთ-ერთ ქიმიურ ქარხანაში გაჩენილ ხანძარს 18 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

ინფორმაციას ამის შესახებ Reuters-ი ავრცელებს.

შემთხვევა მაჰარაშტრას შტატის ქალაქ პუნაში მდებარე სადეზინფექციო საშუალებების მწარმოებელ ქარხანაში მოხდა.

ხანძრის შედეგად გარდაცვლილთა ოჯახებს მიუსამძიმრა ინდოეთის პრემიერ-მინისტრმა ნარენდა მოდიმ და მათ ფინანსურ დახმარებას დაჰპირდა.

წყარო: itv.ge