საქართველოში კორონავირუსის 1 023 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ქვეყანაში ბოლო 24 საათში 510 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 17 პაციენტი.
ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 29 517 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 21 585, „პისიარ“ ტესტით – 7 932.
ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 3,47%, ბოლო 14 დღის – 2,81%, ბოლო შვიდი დღის – 2,92%.
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 350 428 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 335 029 გამოჯანმრთელდა, 4 951 კი, გარდაიცვალა.
სულ აცრილია – 178 738 ადამიანი, დღიურად აცრილია 5 455.
კარანტინის რეჟიმშია 35, სტაციონარში მეთვალყურეობას 3 333 ადამიანი გადის, კლინიკურ სასტუმროში იმყოფება 635 პირი.
ამასთან, 7 ივნისის მდგომარეობით, საქართველოში კორონავირუსის 307 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 1 014 პაციენტი.