ივანიშვილის შეფასებები ისეთივე ახლოა რეალობასთან, როგორც ის, რომ ხვალ, ადრე გამთენიისას, მზე დასავლეთიდან ამოვა- დემურ გიორხელიძე

ეკონომისტი დემურ გიორხელიძე სოციალურ ქსელში გზავნილს ავრცელებს:

,,დღეს მოვისმინე ბიძინა ივანიშვილის შეფასება მთლიანობაში ხელისუფლებისა, –ჯერ ვერ მივხვდი, უსუსური მთავრობის და მთლიანობაში პრობლემური (თანაც, ძალიან!) ხელისუფლების ასეთ უმაღლეს დონეზე ქებას აზრად რა უნდა ჰქონოდა!

მისი სიტყვებიდან გამოდიოდა, რომ კაცობრიობის დღევანდელი ნაღები – ეს საქართველოს დღევანდელი ხელისუფლებაა!

ეს და ბიძინა ივანიშვილის შეფასებები ისეთივე ახლოა რეალობასთან, როგორც ის, რომ ხვალ, ადრე გამთენიისას, მზე დასავლეთიდან ამოვა!

მაგრამ ბოლოს ფანტასტიკური გადასვლა იყო და
ეს შეფასებები გასაგები გახდა:
”ასეთი ”მზეი” მხოლოდ ოცნებაა, თორემ ”ოცნების” საპირისპირო ყველაფერში ანუ ”მზეის” ბნელი მხარე (თუ აქვს?!) – ეს ”ნაციონალური მოძრაობააო!”

8.5 წელი გავიდა და ხელისუფლებაში მყოფ ”პოლიტიკურ” ძალას ერთადერთი ”მიღწევა” და არგუმენტი აქვს: იგი ”ნაციონალურ მოძრაობაზე” უკეთესია! მაგრამ
მედლის რომელი მხარეა უკეთესი?!

დავწერე ამ ცოტა ხნის წინათ:

”ოცნებას” დღეს ისე ძალიან სჭირდება ”ნაციონალური მოძრაობა”, როგორც არასდროს! იქნებ თავი გადაირჩინოს, რომ ისევ დაშინებულმა ხალხმა მხარი დაუჭიროს.

ამდენად, პროპაგანდა გაგრძელდება.
მიზანი?!

რაც აქამდე იყო:
ამქვეყნად არსებობს ორი ”პოლიტიკური ძალა”
(ამ ორი ძალის აზრით), ”შუა გაკრეფილია” და
უმოწყალოდ შეეცდებიან არავინ გამოჩნდეს:

შედეგად, ისევ იგივე:
”მზეი” გაიმარჯვებს (მათი აზრით), ხოლო ”მზეის ოპოზიცია” ისევ იქ იქნება.

დანარჩენიო, იკითხავთ!
დანარჩენს ვირის თავფეხი და ცოტა ჩამოსაჯდომი: უამრავი ”შავი” საქმეა საკეთებელი და ფონი შესაქმნელი: ვინც ”დაიმსახურებს”, ბონუსს მიიღებს: შევა პარლამენტში და ხან იწუწავებს, ხანაც კიდევ ონანიზმით დაკავდება!”