მეც დამრჩა განცდა, რომ ლიდერმა დაგვყარა და მიგვატოვა, რა ჰქვია ამ საქციელს თუ არა ღალატი – თეა წულუკიანი გიორგი გახარიაზე.
კულტურის მინისტრი, თეა წულუკიანი ბიძინა ივანიშვილის განცხადებას ეხმაურება.
როგორც წულუკიანი ამბობს, ბიძინა ივანიშვილის სახელის გამოყენება გიორგი გახარიას გუნდთან დაკავშირებით დაუშვებელია.
„გიორგი გახარიას გუნდის წევრები თავად ავრცელებდნენ ხმებს, რომ ისინი იყვნენ მხარდაჭერილნი „ქართული ოცნების“ მიერ, მაგრამ ამგვარმა ქმედებებმა მიიყვანა პოლიტიკიდან წასული კაცი იქამდე, რომ დღეს გამოდის და ამბობს რომ მისი სახელის გამოყენება არის დაუშვებელი. მართლაც, მისი სახელის გამოყენება ჩვენთვისაც არის დაუშვებელი მით უემტეს, როცა საქმე ეხება გუნდის ლიდერს, რომელთან დაკავშირებითაც ბევრჯერ აღვნიშნე, რომ ცუდი გადაწყვეტილება იყო, როდესაც გადადგა.
ჩვენ ვისმენდით ნიკა მელიას ქმედებებთან დაკავშირებით გუნდის შიგნით იმ ერთიან პოზიციას გიორგი გახარიასგან, რომელიც გვქონდა ჩვენც, იქნებოდა ეს მთავრობის შიგნით თუ უმრავლესობასთან შეხვედრაზე. მას ეჭირა ის პოზიცია, რომელიც ემსახურებოდა კანონის უზენაესობას. მაგრამ მან უცბად შეცვალა გადაწყვეტილება და გაგვაოცა ყველა. რა ჰქვია ამ საქციელს თუ არა ღალატი და იმედგაცრუება. მეც დამრჩა განცდა, რომ ლიდერმა უბრალოდ დაგვყარა და მიგვატოვა მაშინ, როდესაც კანონი იყო დასაცავი, ყველაფერს უნდა დაერქვას თავისი სახელი” – განაცხადა თეა წულუკიანმა.
ცნობისთვის, ბიძინა ივანიშვილმა გიორგი გახარიასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა.
წყარო: ptn.ge