Moderna-მ ევროპის წამლის სააგენტოს თავისი ვაქცინის მოზარდებში გამოყენების დაშვების მოთხოვნით მიმართა.
ფარმაცევტულმა კომპანიამ, Moderna-მ ევროპის წამლის სააგენტოს (EMA) თავისი ვაქცინის გამოყენების დაშვების მოთხოვნით მიმართა.
ინფორმაციას ამის შესახებ Le Figaro ავრცელებს.
მაისის ბოლოს Moderna-მ ახალი კვლევის შედეგები გამოაქვეყნა, რომელშიც მონაწილეობას 3 700-ზე მეტი, 12-17 ასაკობრივ ჯგუფში მყოფი მოზარდი იღებდა. კომპანიაში აცხადებენ, რომ ჩატარებულმა კვლევებმა აჩვენა, რომ Moderna-ს ვაქცინა მოზარდებში ეფექტურია.
ცნობისთვის, Moderna-ს ვაქცინა ამჟამად მხოლოდ 18 წელს და მის ზემოთ მყოფი ასაკის პირებისთვისაა ავტორიზებული.
წყარო: newposts.ge