მსახიობი ბესო ზანგური სოციალურ ქსელში გზავნილს ავრცელებს:
ლიბერალების რეალური სახე:
1.პატრიარქს დააბრალეს მამათმავლობა (ამაზე აღარ გავშლი თემას),
2.მეუფე იოანეს რუსეთუმეობა – პუტინის სურათი უკიდია ოთახშიო (სინამდვილეში დედით გერმანელი, დისიდენტების ოჯახიდან, თავადაც ეროვნულ განმათავისუფლებელი მოძრაობის წევრია),
3.მეუფე საბა გიგიბერიას დააბარალეს მილიონრობა, ინტერნეტიდან ამოიღეს ძვირადღირებული მანქანების ფოტოები და აფრიალებდნენ მისიაო, მერე ეგ არ იკმარეს და ქურდებმა მისი სახლიდან მეშოკებით ფული გაზიდესო – მორიგი მარაზმი და ტყუილი – ნამდვილად დააყაჩაღს მეუფე საბას ოჯახი და წაიღეს ბავშვის მოგროვილი 126 ლარი, 3.მეუფე გიორგი ჯამდელიანს ხან მარგინალი ეძახეს, (დაუდგენელი პირების მიერ გაგის ციხეზე მოგლეჯილი ჯვრის პერიოდში დაძაბული ვითარება გემახსოვრებთ) – ჩაცვივდნენ იქ და ხან სვანებს ეძახდნენ ჩასახლებულებს და ხელოვნურად ცდილობდნენ ვითარების დაძაბვას და კონფლიქტის გაღვივებას – რასაც გულმოდგინეთ რაღათქმაუნდა მეუფე გიორგის აბრალებდნენ.
4.მეუფე სერაფიმე ჯოჯუას დააბრალეს არასრულწლოვანთან მიმოწერა როცა სამართალდამცავების მიერ მიმოწერის ავთენტურობა არ დადასტურდა,
5.მეუფე სტეფანეს დააბრალეს ჟურნალისტებზე გამიზნული თავდასხმა და მათი ფიზიკური დაზიარება (გემახსოვრებათ ჭყონდიდის ეპარქიაში ჩანგრეული აივნის ეპიზოდი),
6.მეუფე სპირიდონს დააბრალეს ნინოწმინდის ბავშვთა სახლში ბავშვებზე ძალადობა…
ამ ყველაფრის შეფასება – სახეზეა თანმიმდევრული და მიზანმიმართული ბრძოლა არა კონკრეტული სასულიერო პირების, არამედ მთლიანად ინსტიტუციის მიმართ…. გამიზნური ეთნიკური და რელიგიური ნიშნით კონფლიქტური კერების შექმნა, მოსახლეობის დაპირისპირება, ქრისტიანული სარწმუნოების გამარგინალება – აი ეს არის ე.წ. ლიბერალების საქმიანობის ძირითადი სფერო, კომუნისტურ – ბოლშევიკური პროგრამით ხელმძღვანელობენ. სკოლებიდან რელიგია გამოაგდეს, დაწესებულებიდან ხატები, ეხლა კი სახლებში გვივარდებიან და ბავშვების გაყვანას მიჰყვეს ხელი….. საკმარისზე მეტია!ომი გინდათ? მიიღებთ ომს და დასრულდებით …. ლომჯარიების და და ანა აბაშიძეების საბოგინო ეს ქვეყანა არ არის.
სულ ესაა☺️