როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს

8 ივნისს ქუთაისში უმეტესად უნალექო დღე იქნება.

oppo_0

დღისით +28 გრადუსია ნავარაუდევი, ღამით კი +14 გრადუსი იქნება. ოზურგეთში დღისით +26 გრადუსი, ღამით კი +13 გრადუსია მოსალოდნელი. ბათუმში უმეტესად მზიანი დღე იქნება. დღისით ჰაერი +24 გრადუსამდე გათბება, ღამე კი +14 გრადუსი დაფიქსირდება.

ფოთში სინოპტიკოსები უნალექო დღეს პროგნოზირებენ. დღისით ჰაერი +25 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +15 გრადუსია მოსალოდნელი. ზუგდიდში დღის განმავლობაში +27 გრადუსი იქნება, ღამით კი +14 გრადუსია ნავარაუდევი. სოხუმში ჰაერის ტემპერატურა დღისით +23 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +14 გრადუსი იქნება.

მესტიაში +20 გრადუსი და ღრუბლიანობის მატებაა მოსალოდნელი, ღამით +5 გრადუსი დაფიქსირდება. ამბროლაურში დღისით ჰაერი +25 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +11 გრადუსი დაფიქსირდება.

ჭიათურაში გამოიდარებს, ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +25 გრადუსი იქნება, ღამით კი +120 გრადუსი დაფიქსირდება. ახალციხეში წვიმას პროგნოზირებენ. დღისით +25 გრადუსია მოსალოდნელი, ხოლო ღამის განმავლობაში ჰაერის ტემპერატურა +6 გრადუსამდე დაიწევს.

+25 გრადუსი და წვიმაა მოსალოდნელი ბორჯომში, ღამის განმავლობაში +7 გრადუსი დაფიქსირდება. ნალექიან დღეს პროგნოზირებენ ბაკურიანშიც, სადაც დღისით +20 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +5 გრადუსი იქნება.

გორში დღისით +27 გრადუსი და უმეტესად მზიანი დღეა მოსალოდნელი, ღამის განმავლობაში +11 გრადუსი დაფიქსირდება. ცხინვალში დღისით ჰაერი +26 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +10 გრადუსი დაფიქსირდება.

გუდაურში დღისით +9 გრადუსია ნავარაუდევი, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა +5 გრადუსი იქნება. ომალოში დღისით ჰაერი +10 გრადუსამდე გათბება, ღამე კი ჰაერის ტემპერატურა +4 გრადუსამდე დაიწევს.

უნალექო დღეა მოსალოდნელი ლაგოდეხში, სადაც ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +29 გრადუსი იქნება, ღამით კი +15 გრადუსი დაფიქსირდება. თელავში დღის განმავლობაში +28 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +15 გრადუსია მოსალოდნელი.

გურჯაანში უმეტესად მზიანი დღეა მოსალოდნელი. დღისით ჰაერი +29 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +14 გრადუსი დაფიქსირდება. სიღნაღში +27 გრადუსი იქნება დღისით, ღამით კი +13 გრადუსი დაფიქსირდება.

რუსთავში დღისით ჰაერი +29 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +14 გრადუსი დაფიქსირდება. თბილისში უმეტესად მზიანი დღეა ნავარაუდები. ჰაერის ტემპერატურა დღისით +29 გრადუსი, ღამით კი +15 გრადუსი იქნება.

 

“იმედინიუსი”