შეტევა ეკლესიაზე, პატრიარქზე და სარწმუნოებაზე დასავლეთიდან მოდის, მათი მიზანია ქართველებს ტვინი გამოურეცხონ – ლაშა ამირეჯიბი

ლაშა ამირეჯიბი სოციალურ ქსელში გზავნილს ავრცელებს:

მოკლედ, სეტყვაა ამერიკელებისა თუ ევროპელი პოლიტიკოსების საქართველოში! ერთ ერთი მიზეზი მათი ჩამობრძანებისა გახლავთ, რამენაირად გამოგლიჯინ რუსებს ხელიდან კავკასია. განსაკუთრებით კი არ უნდათ,რომ რუსებმა საფუძვლიანად და ბოლომდე, ფეხი მოიკიდონ საქართველოში. რისი საშიშროებაც ,როგორც ჩანს არსებოს! რბილად რომ ვთქვათ, რუსებმა კავაკასიში, კარგა გვარიანად მოიკიდეს ფეხი…პრაქტიკულად, რუსეთმა კავკასია დაიპყრო. მათი სამხედრო შენაერთები მთელს კავკასიაში განლაგდნენ .დასავლეთი, როგორც ყოველთვის,შეშფოთებულია მათი ქმედებით… თორემ, იჩხუბებენ თუ არა ნაცები და ქოცები ერთმანეთში, დასავლეთს და ევროპას საერთოდ არ ადარდებს! სტაბილური და მშვიდი პოლიტიკური ვითარება სჭირდება დასავლეთს საქართველოში. რატომღაც მგონია, რომ შეტევა ეკლესიაზე, პატრიარქზე და ჩვენს სარწმუნოებაზე ზუსტად ამ ჩვენი სტუმრებიდან მომდინარეობს! არც რუსები დგანან გულხელდაკრეფილები…რასაც სახალხო დამცველი ქ-ნი ნ. ლომჯარია და მისი სატელიტი არასამთავრობოები სჩადიან, ეს მხოლოდ დასავლეთის გარკვეული წრეების ან ძალების ინტერესებში შედის .მათი მიზანია, ქართველებს გამოურეცხონ ტვინი, ჩამოუშალონ რწმენა, ფეხქვეშ გაუთელონ სარწმუნოება, დაავიწყონ და წაუშალონ საუკუნეების მანძილზე შეკოწიწებული ისტორია, ლამისაა გაგვიკირონ და გადაგვიღებონ ფრესკები რუსი კომუნისტებივით, დაგვიხურონ ეკლესია ტაძრები და ა.შ. რაღა თქმა უნდა, ჩვენი ნეო-ტროცკისტული, მშიშარა ხელისუფება ვერ ეწინააღმდეგება ამ ვერაგულ ჩანაფიქრის განხორციელებას! ..
P.S..საბედიეროდ, ხელისუფლებაშიც მოიძებნება ეროვნული და წესიერი ადამიანები, მაგრამ ეს ხალხი უმცირესობაშია!!!