“შეზღუდვების ძალიან სწრაფად მოხსნა დამღუპველი შეიძლება აღმოჩნდეს მათთვის, ვინც ვაქცინირებული არ არის“,- ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა, ტედროს ადჰანომ გებრეიესუსმა ბრიფინგზე განაცხადა.
„ამ ქვეყნებში შემსუბუქებულია საზოგადოებრივი ჯანდაცვისა და სოციალური ზომები, რომელმაც ხალხის დაცვას შეუწყო ხელი, მაგრამ ამ ზომების შემსუბუქება ფრთხილად უნდა მოხდეს, ხოლო კორექტირება კი ვირუსის ცირკულაციისა და რეაგირების შესაძლებლობების შესაბამისად უნდა განხორციელდეს“, – აღნიშნა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელმა.
“პრაიმტაიმი”