თბილისის დენდროლოგიური პარკის მოწყობის სამუშაოები წლის ბოლოსთვის დაიწყება

დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, თბილისის დენდროლოგიური პარკის მოწყობის სამუშაოები წლის ბოლოსთვის დაიწყება. ამის შესახებ კალაძემ ეკოლოგიური პოლიტიკის ანგარიშის პრეზენტაციაზე განაცხადა.

– “ამ სივრცის კეთილმოწყობა და მოწესრიგება ჩემი საარჩევნო დაპირება იყო. დენდროლოგიური პარკის ტერიტორია 160 ჰექტარზეა გადაჭიმული. დაგეგმილი გვაქვს მისი განახლება-კეთილმოწყობა. პროექტი უკვე მზად გვაქვს და სამუშაოების დაწყება წლის ბოლოსთვის უკვე შესაძლებელი იქნება. აღნიშნული პროექტის განხორციელებას, დაახლოებით, 2 წელი დაჭირდება, რადგან საკმაოდ მასშტაბურია. იქვე ახლო გადავა ზოოპარკი ქალაქის ცენტრიდან, რადგან იქ ამის სივრცე და შესაძლებლობა არსებობს.

ასევე, გვაქვს იდეა, რომ დენდროლოგიურ პარკში მოვაწყოთ ახალგაზრდებისთვის განკუთვნილი სივრცე – გავაკეთოთ პატარა კუბები, სადაც ახალგაზრდებს – მხატვრებს, არტისტებს, ხელოვნების სფეროს წარმომადგენლებს ექნებათ შესაძლებლობა, რომ ამ სივრცეებით უფასოდ ისარგებლონ“ – განაცხადა კახა კალაძემ.

წყარო: ptn.ge