თავდაცვის ყოფილი მინისტრი თინა ხიდაშელი სახალხო დამცველ ნინო ლომჯარიას თანადგომას უცხადებს და სოციალურ ქსელში წერს:
„პატარა, კაფანდარა გოგო იყო ნინო ლომჯარია იურისტთა ასოციაციაში რომ შევხვდით პირველად. მართლა ძალიან პატარა იყო, არ მახსოვს რამდენი წლის, ოღონდ გასაუბრება რომ დავიწყეთ ისეთი სხივი ჰქონდა, თვალში არასოდეს დამავიწყდება.
ერთი წამით არ დავფიქრებულვარ, რომ იქ იმ კედლებში უნდა დამეტოვებინა. ახლა პატარა, კაფანდარა გოგო აღარ არის, მაგრამ ტელევიზორში როდესაც ვუყურებ, განსაკუთრებით როცა იღიმის, ის სხივი გაუელვებს ხოლმე თვალში და ზუსტად ვიცი, იმ მომენტში როგორი შეუპოვარი და დაუმარცხებელი ხდება”- ვკითხულობთ ფეისბუკ-პოსტში.
ცნობისთვის, გუშინ, 7 ივნისს, „ალტ-ინფომ” და ლევან ვასაძემ ომბუდსმენის ოფისთან აქცია გამართეს. ამით ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონთან დაკავშირებით სახალხო დამცველის როლი დაგმეს.