მგზავრებისთვის, რომლებიც ბათუმში საქალაქო ავტობუსებით უფასოდ მგზავრობენ, სპეციალური ელექტრონული ბარათების ქონა სავალდებულოა.
„ბარათები ყველა კატეგორიას სჭირდება და ამასთან, სამგზავრო ბარათის გატარება სავალდებულოა. ბანკისთვის ინფორმაცია გადაგზავნილია და ავტომატიურ რეჟიმზე გადაყვანა მოხდება იმ მოქალაქების, რომლებიც უკვე სარგებლობენ სოციალური შეღავათით. მათ ახალი ბარათების დამზადება არ დასჭირდებათ“ – განაცხადეს „ბათუმის ავტოტრანსპორტში“.
საკრებულოს დადგენილებით ბათუმის საქალაქო ავტობუსებით უფასოდ მგზავრებენ:
„ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში არსებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის-ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების და ავტორიზებული კერძო სამართლის სამეწარმეო ან არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის – ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების მასწავლებლები;
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების და ავტორიზებული კერძო სამართლის სამეწარმეო ან არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის – ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების მასწავლებლები, რომლებიც რეგისტრირებული არიან ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტში;
ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში არსებული ავტორიზებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების სტუდენტები;
ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში არსებული პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელი ავტორიზებული საგანმანათლებლო დაწესებულებების პროფესიული სტუდენტები;
ნახეთ: ყველაფერი ძალიან სწრაფად შეიცვლება – ლელა კაკულია წინასწარმეტყველებას აქვეყნებს
ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგისტრირებული იძულებით გადაადგილებული პირები;
ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგისტრირებული „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული პენსიონერები;
ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში არსებული საბავშვო ბაღებისა და ბიბლიოთეკების თანამშრომლები, რომელთა შრომის ანაზღაურება (სარგო) თვეში არ აღემატება 625 ლარს;
საბავშვო ბაღებისა და ბიბლიოთეკების თანამშრომლები, რომლებიც რეგისტრირებული არიან ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტში და რომელთა შრომის ანაზღაურება (სარგო) თვეში არ აღემატება 625 ლარს;
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების და ავტორიზებული კერძო სამართლის სამეწარმეო ან არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის – ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების თანამშრომლები, რომლებიც რეგისტრირებული არიან ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტში და რომელთა შრომის ანაზღაურება (სარგო) თვეში არ აღემატება 625 ლარს;
ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში განლაგებულ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში მომუშავე მანდატურები;
სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს მეურვეობა-მზრუნველობის და მხარდაჭერის სერვისების დეპარტამენტის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის რეგიონული ცენტრი;
ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული მარტოხელა მშობლის სტატუსის მქონე პირები“.
ამასთან, უფასოდ მგზავრობის უფლება შეუნარჩუნდა ყველა იმ კატეგორიის მგზავრს, რომლებიც საკრებულოს აღნიშნულ დადგენილებამდეც უფასოდ მგზავრობდნენ [შშმ პირები, მოსწავლეები, 0-70 ათასი ქულის მქონე ბენეფიციარები და სხვ.
“პრაიმტაიმი”