გასული 24 საათის განმავლობაში ჩინეთში კორონავირუსის 16 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.
ქვეყნის ჯანდაცვის კომისიის ინფორმაციით, დაფიქსირებული ახალი შემთხვევებიდან 8 ადგილობრივი ინფექციაა, რომელიც გუანდუნის პროვინციაში დაფიქსირდა. დანარჩენი კი იმპორტირებულია.
ინფორმაციას ამის შესახებ Reuters-ი ავრცელებს.
ჩინეთში კორონავირუსის 9 უსიმპტომო შემთხვევაც დაფიქსირდა, რომელსაც ქვეყანა სტატისტიკაში არ აღრიცხავს.
პანდემიის დაწყებიდან დღემდე ჩინეთში კორონავირუსის 91,316 შემთხვევა გამოვლინდა. ვირუსს 4,636 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.
წყარო: ptn.ge