ძლიერი წვიმის გამო იტალიის დედაქალაქის, რომის ქუჩები დაიტბორა.
ინფორმაციას ამის შესახებ ადგილობრივი მედია ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, შექმნილი ვითარების გამო ერთ-ერთი საბავშვო ბაღიდან აღსაზრდელებისა და მასწავლებლების ევაკუაცია გახდა საჭირო.
წყალდიდობის შედეგად ყველაზე მეტად რომის ჩრდილოეთ ნაწილი დაზარალდა.
წყარო: ptn.ge