კარლ ჰარცელი: გუშინ მნიშვნელოვანი დღე იყო, რადგან 148 პარლამენტარი საკანონმდებლო ორგანოში შევიდა.
საქართველოში ევროკავშირის ელჩის, კარლ ჰარცელის განცხადებით, გუშინ მნიშვნელოვანი დღე იყო, რადგან 148 პარლამენტარი საკანონმდებლო ორგანოში შევიდა, რაც მნიშვნელოვან საკითხებზე სიღრმისეული მუშაობის შესაძლებლობას იძლევა.
– “გუშინ მნიშვნელოვანი მომენტი იყო, როდესაც პარლამენტში 148 დეპუტატი ვიხილეთ, რაც ამ ქვეყნის მოქალაქეებისთვის მნიშვნელოვან საკითხებზე მუშაობის დაწყების შესაძლებლობას იძლევა. მე ჯერ კიდევ მაქვს იმედი და ველოდები „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“, რომ გადახედავს შეთანხმებაზე ხელის მოწერის საკითხს, რადგან რაც გვჭირდება არის ის, რომ ეს პარტია სხვა პარტიებთან ერთად იყოს პარლამენტში როგორც კონსტრუქციული ძალა, აიღონ პარლამენტში ყოფნის პასუხიმგებლობა და გამოიყენონ შესაძლებლობები. ხელმოწერა იქნება ძალიან კარგი გზავნილი ამ მისწრაფების დასადასტურებლად” – განაცხადა კარლ ჰარცელმა.
წყარო: itv.ge