ექსპერტი საერთაშორისო საკითხებში, რევაზ კილასონია, სოციალურ ქსელში სააგენტო “ტაბულას” მიერ გამოქვეყნებულ მასალას ეხმაურება, რომელშიც ვინმე “დეკანოზი ანტონ კიკნაველიძე” აცხადებს, რომ “კორონავირუსის ვაქცინით ვაქცინირებული პირები ბლუთუზს იჭერენ”.
გთავაზობთ, კილასონიას გზავნილს:
მსგავსი პროვოკატორი “სასულიერო პირები”, ყველაზე უფრო მეტად ურტყამენ მართლმადიდებლურ ეკლესიას.
უფრო მეტადაც კი, ვიდრე გაცხადებული ულტრა-ლიბერალები..
მითქვამს აქამდეც- არ ვარ მე კოვიდ ვაქცინაციის მომხრე ბევრი მიზეზის გამო, მაგრამ “სასულიერო პირის” მხრიდან, მსგავსი სისულელის თქმა, მასის თვალში, ეკლესიის დისკრედიტაციას და მის კიდევ უფრო გამარგინალებას ემსახურება.
იმედია მიხედავენ!