ყურადღებით წაიკითხეთ ქართველმა კუანა, ”ვითომ დასავლეთზე ორიენტირებულებმა”, სინამდვილეში ახალმა ნეო-კომკავშირლებმა და ნეო-ტროცკისტებმა – დემურ გიორხელიძე

ექსპერტი, ეკონომიკის საკითხებში, დემურ გიორხელიძე, სოციალურ ქსელში გზავნილს ავრცელებს:

ამ სტატიის ავტორი აშშ-ს პრეზიდენტის რონალდ რეიგანის მრჩეველი დაგ ბენდოუა!
ყურადღებით წაიკითხეთ ქართველმა კუანა
”ვითომ დასავლეთზე ორიენტირებულებმა”,
სინამდვილეში ახალმა ნეო-კომკავშირლებმა
და ნეო-ტროცკისტებმა:
მოვლენათა მთელი სპექტია მოურიდებლად გახსნილი, –
სად რა მოხდა, როგორ მოხდა!
საქართველოს შესახებაც საუბრობს, –
არ მოგეწონებათ, – თქვენ რომ ზღაპრები იცით,
ახლოსაც არ არის რეალობასთან!
ახლა ”პუტინისტობას” და ”პრორუსობას” თუ არ
დასწამებთ ამ კაცს, კარგი იქნება, თუმცა,
მეტი რა შეუძლია თქვენნაირ ხალხს, –
სულით ტოტალიტარისტებსა და საქმით უბრალოდ მედროვეებს, ”დასავლური ორიენტაცია” რომ ფულის
საკეთებელ ტექნოლოგიად აქციეთ.
მაგრამ კითხვა თუ იცით, წაიკითხეთ!
https://spectator.org/biden-putin-meeting/
p.s.
რთული სიტუაციაა, აშკარა პარალელები გორბაჩოვის პერიოდთან და ტეტჩერის ცნობილი ფრაზა “I like Mr. Gorbachev. We can do business together” დღეს არ მუშაობს, მაგრამ სიტუაცია იგივეა,.
მალტის შეხვედრის მასალებზე საიდუმლო გრიფის მოხსნამ ბევრ რამეს ახადა ფარდა: ჩვენ რეალობასაც! თურმე, სხვა რამ ხდებოდა და ქართველები 80-იანების ბოლოს განვითარებულ მოვლენებს აღიქვამდნენ ილუზორულად!
როცა პოლიტიკაში მყოფ ხალხს არ ესმისის მიმდინარე პროცესების ფარული პლასტები, კრახს განიცდის!
ახლაც ზუსტად ის პროცესია:
ზედაპირის შიგნით ფარული დიდი დაპირისპირებაა, რომელიც ისეთ ბრმა მარიონეტულ სატელიტს, როგორიც საქართველოა, კარგს არაფერს უქადის!
თქვენი საყვარელი და პატრონი მაკკეინია დახატული ისეთი უვარგისი, როგორიც იყო და ისეთი ბოროტი ბნედიანი, როგორიც იყო.
პირადად არასდროს მომრიდებია დამეხატა იგი ისეთად, როგორიც იყო. თქვენ ცუდ რეაქციას იწვევდა, მაგრამ ეს ამერიკელი კიდევ უფრო სასტიკად ხატავს მას.