როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს

9 ივნისს ქუთაისში მზიანი დღე იქნება.

დღისით +25 გრადუსია ნავარაუდევი, ღამით კი +15 გრადუსი იქნება. ოზურგეთში დღისით +26 გრადუსი, ღამით კი +14 გრადუსია მოსალოდნელი. ბათუმში უმეტესად მზიანი დღე იქნება. დღისით ჰაერი +23 გრადუსამდე გათბება, ღამე კი +17 გრადუსი დაფიქსირდება.

ფოთში სინოპტიკოსები უნალექო დღეს პროგნოზირებენ. დღისით ჰაერი +24 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +17 გრადუსია მოსალოდნელი. ზუგდიდში დღის განმავლობაში +24 გრადუსი იქნება, ღამით კი +14 გრადუსია ნავარაუდევი. სოხუმში ჰაერის ტემპერატურა დღისით +24 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +16 გრადუსი იქნება.

მესტიაში +18 გრადუსი და ღრუბლიანობის მატებაა მოსალოდნელი, ღამით +8 გრადუსი დაფიქსირდება. ამბროლაურში დღისით ჰაერი +23 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +9 გრადუსი დაფიქსირდება.

ჭიათურაში გამოიდარებს, ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +23 გრადუსი იქნება, ღამით კი +13 გრადუსი დაფიქსირდება. ახალციხეში წვიმას პროგნოზირებენ. დღისით +24 გრადუსია მოსალოდნელი, ხოლო ღამის განმავლობაში ჰაერის ტემპერატურა +10 გრადუსამდე დაიწევს.

+23 გრადუსი და წვიმაა მოსალოდნელი ბორჯომში, ღამის განმავლობაში +11 გრადუსი დაფიქსირდება. ნალექიან დღეს პროგნოზირებენ ბაკურიანშიც, სადაც დღისით +17 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +7 გრადუსი იქნება.

გორში დღისით +25 გრადუსი და უმეტესად მზიანი დღეა მოსალოდნელი, ღამის განმავლობაში +14 გრადუსი დაფიქსირდება. ცხინვალში დღისით ჰაერი +24 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +13 გრადუსი დაფიქსირდება.

გუდაურში დღისით +15 გრადუსია ნავარაუდევი, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა +7 გრადუსი იქნება. ომალოში დღისით ჰაერი +17 გრადუსამდე გათბება, ღამე კი ჰაერის ტემპერატურა +5 გრადუსამდე დაიწევს.

უნალექო დღეა მოსალოდნელი ლაგოდეხში, სადაც ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +29 გრადუსი იქნება, ღამით კი +16 გრადუსი დაფიქსირდება. თელავში დღის განმავლობაში +27 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +15 გრადუსია მოსალოდნელი.

გურჯაანში წვიმაა მოსალოდნელი. დღისით ჰაერი +28 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +16 გრადუსი დაფიქსირდება. სიღნაღში +28 გრადუსი იქნება დღისით, ღამით კი +16 გრადუსი დაფიქსირდება.

რუსთავში დღისით ჰაერი +28 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +17 გრადუსი დაფიქსირდება. თბილისში უმეტესად მზიანი დღეა ნავარაუდები. ჰაერის ტემპერატურა დღისით +27 გრადუსი, ღამით კი +16 გრადუსი იქნება.

 

“იმედინიუსი”