მეგობრებო,მე თავს არც გმირობაზე ვდებ და არც პატრიოტობაზე. მეტიც, არასდროს გამომიქვეყნებია სტატუსი იმისთვის,რომ ვინმე გული მოეგო, მერე იმ “ვინმეს,”თუ “ვინმეებს,” შევექე მე არასდროს ვღალატობ ჩემს კრედოს, რომლის პრინციპია:”ენამ გულისა უნდა თქვას” .
სწორედ აქედან გამომდინარე, ვწერ და ვამბობ იმას,რასაც ვგრძნობ,რასაც ვფიქრობ…
დღეს ფეისმეგობრებმა_დავით ხაზარაძემ და კახა კახაბერმა_ არ მაპატიეს, რომ ჩემს უსაყვარლეს ადამიანს, ნათიას, მამის_ თენგიზ კიტოვანის_დაბადების დღე მივულოცე (ველურობა და ასეთი?!)
არც ისეთი ბრიყვი ვარ, არ გამეაზრებინა,როგორ შეხვდებოდა ზოგ-ზოგიერთი ნათია კიტოვანის პოსტზე გაკეთებული ჩემი მისალოცის კომენტარს.
მე ვარ პირდაპირი ადამიანი. ვწერ იმას,რაც საჭიროდ მიმაჩნია.არცარავისი მეშინია და არცარავის ვუწევ ანგარიშს.
ბოლოს და ბოლოს არავის საქმე არ არის, ვის მივულოცავ დაბადების დღეს.
სოცქსელში მყავს 5000-მდე ე.წ.მეგობარი, რომელთაგან, 20 ადამიანის გარდა, არავისთვის მიმიმართავს დამეგობრების თხოვნით.ასე რომ,ვისაც არ მოგწონვართ მე და არ მოგწონთ ჩემი პოსტ-კომენტარები, შეგიძლიათ დამბლოკოთ.
P.S.თითოეულ ჩვენგანს, ისევე,როგორც ბატონ კიტოვანს,სამშობლო თავისებურად უყვარს. ყოველ შემთხვევაში, კიტოვანს მართლმადიდებლური სარწმუნოებისათვის ობსტრუქცია არ გამოუცხადებია, ქართული მიწა არ გაუყიდია. ქრისტეს ჯვერები არ მოუთხრია, საქართველოში თურქებისთვის მწვანე შუქი არ აუნთია, ქვეყანაში უცხო თესლის ბორდელები და ნარკოკლუბები არ უმრავლებია,ე.წ.პატრიოტული ბანაკები და LGBT-ების პრიტონები არ გაუხსნია.
ახლა არ მოწონთ კიტოვანი?! მე კარგად მახსოვს, რომ თენგიზ კიტოვანს 90-იან წლებში,რომ საქართველოს მოსახლეობის 80 პროცენტი უკრავდა ტაშს.
ჯენი ბურჯანაძე; პოლიტიკური მოძრაობა „გრიგოლ ონიანი – XX საუკუნე“, მდივანი