ბათუმში, ზუბალაშვილის ქუჩაზე მამაკაცი დაჭრეს. შემთხვევა ცოტა ხნის წინ მოხდა.
დაშავებული ბათუმის რეფერალურ ჰოსპიტალში გადაიყვანეს. ექიმების თქმით, მამაკაცს შესაბამისი პროცედურები უტარდება.
ადგილზე სამართალდამცავები არიან მობილიზებული.
თვითმხილველების თქმით, ეჭვმიტანილი სავარაუდოდ, დაკავებულია. ინციდენტის მიზეზი უცნობია.
“რეზონანსი”