– “ჩვენი პარლამენტში შემოსვლის მიზანი არ არის, რომ ვინმე ან კომიტეტის თავმჯდომარე გახდეს ან რაიმე თანამდებობა დაიკავოს” – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატმა გიორგი ბოტკოველმა ჟურნალისტებთან განაცხადა.
– “ჩვენ თანამდებობებისთვის არ შემოვსულვართ, შემოვედით კონკრეტული ბრძოლისთვის, რომელიც მოემსახურება ამ ქვეყანაში არსებულ პრობლემებს და ჩვენი მხრიდან არც დასმული იქნება ეს საკითხი, არც მოთხოვნილი და არც დათანხმება იქნება რაიმე თანამდებობაზე” – განაცხადა ბოტკოველმა.
წყარო: itv.ge