ჟურნალისტი გელა ზედელაშვილი სოციალურ ქსელში გზავნილს და ფოტოს ავრცელებს:
ბატონი ანზორ მელია ხშირად ტრაბახობდა, ჩემი შვილი გმირი უნდა გამევიდესო. აი, ისეთი, ტანზე თაფლს რომ წაისვამს და მზის გულზე დაჯდებაო. თუ კაცობისთვის საჭირო იქნება, ,,დაჟე” ციხეშიც რო ჩაჯდებაო.
დიდ მელიას თითქოს გაუმართლა, უყურებს ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებს და ფიქრობს, მგონი მართლა გმირი შვილი გამემივიდაო.
თუმცა სადღაც გულის კუნჭულში მაინც გაჰკენწლავს ხოლმე უიმედობის ნაპერწკალი, იქნებ სულაც არ არის გმირი შვილი და უბრალოდ ვირიშვილია?
იცით, რატომ გაჰკენწლავს ხოლმე გულის კუნჭულში?
ნიკანორი სხვანაირი ჩაჯდა ციხეში და სხვანაირი კიდე გამოვიდა – უფრო ნაზი, უფრო დადინჯებული, გამხდარი… რაღაცნაირად ლაპარაკობს, ზოგჯერ არაადეკვატურივით გამაიყურება. არა, ჩვენში ყველა მაგარი პოლიტიკოსი არაადეკვატური უნდა იყოს, წესია ეგეთი, მაგრამ მაინც არ ეჩემება, გეგონება მიხვრა-მოხვრა და ამორტიზატორები აქვს შეცვლილი… გეგონება ,,ზაჟიგანიაც” სხვანაირად აქვს გასწორებული.
?
კი, როგორ არა, ძალიან მოსწონს ანზორს თავისი გმირი შვილი, მაგრამ ერთი ფიქრი მაინც არ აძლევს მოსვენებას: იქნებ სულაც არ არის გმირი შვილი და უბრალოდ ვირიშვილია?
არადა, არაფერი დაუკლია, როგორც შეეძლო, აკეთა და აკეთა. წესით, რიგით და ყოველგვარი გათვლებით გმირი უნდა გამოსულიყო.
მმმმმუუუუაააააჰაჰაჰაჰააააააააა!!!