საპარლამენტო ოპოზიცია ნიკა მელიას ჩათვლით, ამბობდა, რომ ჩვენ პარლამენტიდან გამოგვიყვანდნენ. ჩვენ ვამბობდით, რომ მათ შემოვიყვანდით პარლამენტში. რომლის სიტყვა შესრულდა, საზოგადოებამ დაინახა – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გიორგი მაჭარაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, ოპოზიციამ საკუთარი ამომრჩევლის წინაშე სიტყვა არ შეასრულა.
– “დავფიქრდებოდი ოპოზიციის სიტყვების შესრულებაზე. მათ საკუთარი ამომრჩეველი “გადააგდეს” და არ შეასრულეს სიტყვა” – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.
წყარო: report.ge