“ქართული ოცნება“ დიქტატორულ სახეს აჩვენებს – ლაშა დამენია

– “პარტიის პარლამენტში შესვლას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს პარტიის დაფინანსებასთან. „ქართული ოცნება“ როგორც ყოველთვის აჩვენებს იმ სახეს, რომელიც არის დიქტატორული – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა ლაშა დამენიამ პარტიების დაფინანსების საკითხთან დაკავშირებით განაცხადა.

– “მართალია, დაფინანსების საკითხი ამ ეტაპზე არ ეხება „ევროპულ საქართველოს“ და ეხება „ლეიბორისტულ პარტიას“, ამას მნიშვნელობა არ აქვს. მიუხედავად პარტიის შეხედულებისა თუ ვისი მხარდამჭერია, ვენეციის კომისიის დასკვნაც არსებობს ამის თაობაზე, რომ პარტიის პარლამენტში შესვლას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს პარტიის დაფინანსებასთან, ამიტომ „ქართული ოცნება“ როგორც ყოველთვის აჩვენებს იმ სახეს, რომელიც არის დიქტატორული და რეჟიმიდან გამომდინარე აკეთებს ყველაფერს, რომ პარტიებს გარკვეულწილად შეუზღუდოს არჩევნებში მონაწილეობა” – განაცხადა დამენიამ.

წყარო: itv.ge