“არ ჩაგეძინოს პუტინთან შეხვედრის დროს” – ტრამპი ჯო ბაიდენს მიმართავს

აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი ჯო ბაიდენისა და ვლადიმერ პუტინის მოახლოვებულ შეხვედრას ეხმაურება. ამის შესახებ უცხოური მედია წერს.

– “წარმატებებს ვუსურვებ ბაიდენს პრეზიდენტ პუტინთან ურთიერთობისას. არ ჩაგეძინოს შეხვედრის დროს და გთხოვ, პუტინს ჩემგან მოკითხვა გადაეცი!” – განაცხადა დონალდ ტრამპმა.

ბაიდენი და პუტინი პირველ შეხვედრას ოთხშაბათს, ჟენევაში გამართავენ.

პრეზიდენტობის პერიოდში ტრამპი პუტინთან ურთიერთობის გამო გააკრიტიკეს.

მან მიიღო ყველაზე მწვავე კრიტიკა, როდესაც იგი პუტინს მიემხრო აშშ-ის სადაზვერვო საზოგადოების გამო, ჰელსინკის სამიტის დროს, 2018 წელს.

სამიტის დროს ტრამპმა უარი თქვა პუტინის დაგმობაზე, მას შემდეგ რაც მან განაცხადა, რომ რუსეთი არ ერეოდა 2016 წლის არჩევნებში, მიუხედავად იმისა, რომ აშშ-ს სადაზვერვო სააგენტოები საწინააღმდეგოს ამტკიცებდნენ.

წყარო: itv.ge