“შეხვედრაზე პრეზიდენტს გადავეცი ლიეტუვის მყარი მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ.
გუშინ ვიყავი ოკუპირებულ ტერიტორიებთან და მოვინახულე ადგილობირვი მოსახლეობა. ნამდვილად ჩანს ომის მტკივნეული შედეგები. ესაა თქვენი და ჩვენი გამოწვევა კვლავ. ლიეტუვა ვალდებული რჩება და საქართველოს კვლავ მიაწვდის პოლიტიკურ მხარდაჭერას ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე. ლიეტუვა მყარად იცავს ბუქარესტის შეთანხმებას და ხედავს საქართველოს, როგორც გარდაუვლად ნატო-ს წევრს” – ამის შესახებ ლიეტუვის პრეზიდენტმა გიტანას ნაუსედამ საქართველოს პრეზიდენტთან, სალომე ზურაბიშვილთან გამართული შეხვედრის შემდეგ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა
“ასევე, ჩვენ ვისაუბრეთ ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორების პოლიტიკურ პრიორიტეტებზე და ლიეტუვის დახმარებაზე ასოცირებული ქვეყნების მიმართ, რომლებიც იბრძვიან ევროკავშირის ინტეგრაციისთვის. ვფიქრობ, ძალიან კარგი ნაბიჯი იყო ასოცირებული ქვეყნების – საქართველოს, მოლდოვას და უკრაინის მცდელობა, რომ უფრო ნაყოფიერი და ეფექტური დიალოგი იყოს. ჩავერთვებით ამ ინტერაქციაში, რომ ეს იყოს ევროკავშირის დღის წესრიგის პრიორიტეტი. მნიშვნელოვანია, რომ მოახლოებული აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტი იყოს მიზნებით სავსე, ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ქართველ ხალხს ვაჩვენოთ ქმედების გეგმა და პოლიტიკურ ძალებთან ერთად მივაღწიოთ იმას, რაც თქვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია“ – განაცხადა გიტანას ნაუსედამ.
წყარო: newposts.ge